რეზონანსი
11.11.2022

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ხერსონში უკვე შევიდნენ.

როგორც მედია წერს, ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახვედრად ქუჩებში უკრაინული დროშებით გადიან.

ასევე, ვრცელდება ხერსონის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გადაღებული ფოტო, სადაც აღმართულია უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ 9 ნოემბერს გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქალაქ ხერსონიდან ძალების გაყვანა 11 ნოემბერს, 05:00 საათისთვის დასრულდა.

ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×