რეზონანსი
11.11.2022

მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და რეჟიმის მთავარი არქიტექტორი - დემოკრატიის შუქურა, ჯარისთვის ფულის მომპარავი მედიის, დემოკრატიის მხარდამჭერი და მეცენატი ყოფილა, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი - ეს არის მათი დემოკრატია და მათი სამართალი?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ჩაუთვლის ევროკავშირი საქართველოს დეოლიგარქიზაციის თაობაზე ვალდებულებას შესრულებულად იმ კანონის მიღებით, რაც "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა, ღუდუშაური პასუხობს, რომ "უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონი მქუხარე ტაშის ფონზე მიიღეს და თუ საერთაშორისო საზოგადოება იქ ამას ოვაციებით შეხვდა, მაშინ მათ აქვთ კითხვა და ვერ მიიღეს პასუხი თუ რატომ არ შეიძლება იგივე კანონი საქართველოშიც წარმატებული იყოს".

„საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მათთვის მხოლოდ ერთადერთია მისაღები, სადაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერება და ახლა ვსვამ კითხვას, ეს არის დემოკრატია? დემოკრატიული ღირებულებები ყოფილა, რომ მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და ამ რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ყოფილა თურმე დემოკრატიის შუქურა, ჯარისთვის ფულის მომპარავი მედიის და დემოკრატიის მხარდამჭერი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი, ეს არის მათი დემოკრატია და მათი სამართალი? ეს ევროპარლამენტი არ არის, ეს არის ცალკეული პირები და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იძახის ამას, როგორი თვალის ფერი, წონა და ზომა ექნება, სიმართლე არის ერთი - ივანიშვილმა საკუთარი და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×