რეზონანსი
11.11.2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში" დააბრუნეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა სააკაშვილი სხვა საავადმყოფოში გადაყვანილი.

„რა კვლევებიც ჩვენი ექიმებისა და კონსულტანტების მიერ იყო დაგეგმილი, უკვე ჩატარებული აქვს", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×