რეზონანსი
11.11.2022

ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებისთვის არის ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური ქაოსია.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ დესტრუქციული პოლიტიკური პროცესები, რაც შიდა დესტრუქციამდე მივიდა, მუდმივად იძახდნენ რიგგარეშე არჩევნებს და ეს რიგგარეშე არჩევნები დაუდგათ პარტიის შიგნით. ის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც ქვეყნისთვის ჰქონდათ შეთავაზებული, ეს რეალობა დაუდგათ პარტიის შიგნით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი ამავდროულად ხდება იმისთვის, თუ ვის დააფინანსებს კეზერაშვილი, ვის ექნება მისი ფული. ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს ეს შეკითხვა, კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული? ამ ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებაზეა ახლა საუბარი,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×