რეზონანსი
10.11.2022

მომდევნო წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება. დაახლოებით, განსაზღვრულია 1100 დასახელების მედიკამენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მომდევნო წლის ბოლოს, როცა პროექტი დასრულდება, ეს ფასი ყველა მედიკამენტს შეეხება.

„ეს არის ჩვენი ფარმაცევტული რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და ახლა მისული ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა შემოვიღოთ რეფერენტული ფასი და განვსაზღვროთ ნებისმიერ მედიკამენტზე, ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეეხება ნებისმიერ მედიკამენტს და განისაზღვრება შერჩეული ქვეყნების მიხედვით, ის მაქსიმალური ზღვარი თითოეული მედიკამენტზე, რა ზღვრის ფარგლებში შეუძლია საბითუმოდ მოვაჭრეს მედიკამენტის გაყიდვა.

ფასი გამომდინარეობს იმ ქვეყნებიდან, რომელსაც შევარჩევთ და ეს არის 4-5 ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ავირჩევთ და ამ ქვეყნებში იმ კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასი განსაზღვრავს უკვე ჩვენს ქვეყანაში საბითუმო გასაყიდ ფასს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×