რეზონანსი
10.11.2022

10 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. +11 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +5 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექოს ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×