რეზონანსი
09.11.2022

ქალები თამაშობენ უკიდურესად მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვის ძალებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა, რომელიც კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ იმყოფებოდა.

 

„დიდი ბრიტანეთი მოხარულია, მხარი დაუჭიროს კონფერენციას „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის“. ქალები თამაშობენ უკიდურესად მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვის ძალებში. საქართველოს თავდაცვაში ქალების როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში მათი როლით. საყოველთაო თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს მთელი საზოგადოების გაერთიანებას საფრთხეებისა და გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ახლა ეს უკრაინაში, სადაც ქალები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს უკრაინის დაცვაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მხრივ საქართველოს აქვს საკუთარი გამოცდილება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ კოვიდკრიზისზე რეაგირების დროსაც, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანდა. ასე რომ, დიდი ბრიტანეთი ამაყია, იმუშაოს ამერიკელ მოკავშირეებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს ცნობადობა ამ კონცეფციის შესახებ და ქალების შთაგონებისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×