რეზონანსი
08.11.2022

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.

პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი კანონპროექტები „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8189 და „ზოგადი მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8190 ბრძანებულებების დამტკიცების შესახებ.

კანონპროექტების ტექსტები საბჭოს ვებგვერდზე ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილება რადამ შესაძლოა მომდევნო პლენარულ სხდომაზე მიიღოს

დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია შეიძლება კიდევ 90 დღით - ანუ 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდეს.

ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ის ამჟამად 2022 წლის 21 ნოემბრამდე მოქმედებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×