რეზონანსი
08.11.2022

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ეკა ჯაკომიაა, რომელიც წარმოშობით ხობიდანაა და ნაბაკევში ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, მას მარიხუანას გადაზიდვას ედავებიან. ის ენგურის ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა. 

ჯაკომიას ნათესავები, რომლებიც ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ჯაკომიას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ჩაუდეს და უდანაშაულოდ დააკავეს. მათი თქმით, მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების შევიწროება და რეპუტაციის შელახვაა.

არსებული ინფორმაციით, ჯაკომია უკვე ოკუპირებულ სოხუმში, იზოლატორშია გადაყვანილი. 

საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-მა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

წყარო: mtavari.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×