რეზონანსი
08.11.2022

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია.

როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა და მალევე გაათავისუფლა. ნიკა მელია ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრ მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტება თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.

"პა­ველ კო­პილ­კო­ვის ოლი­გარ­ქი მამა პირ­და­პირ კავ­შირ­შია რუ­სულ სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ას­თან, კავ­შირ­შია რუ­სულ სამ­ხედ­რო და­ფი­ნან­სე­ბას­თან სი­რი­ა­ში, ყი­რიმ­სა და ახლა უკ­რა­ი­ნა­ში. მის ოჯახს მოხ­ვე­ჭი­ლი აქვს უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯა­ხი ცხოვ­რობს თბი­ლის­ში.

მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­მე­ლა­ურს, დღის ბო­ლომ­დე გა­ა­კე­თონ განმარტებითი განცხადება," - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კოპილკოვის ამბავი შესაძლოა პროვოკაცია იყოს. 

"მე არ ვიცი პუტინის გარემოცვის წევრის შვილია თუ ვინ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, მაგრამ არც მთლად იმაზე მეტად, რაც ჩაიდინა, ჩვენ არა ვართ რუსეთი. გამორიცხული არ არის, რომ ეს იყო პროვოკაცია და ეს რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს,"- აცხადებს ვოლსკი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×