რეზონანსი
08.11.2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია", - აღნიშნა ნიკიფოროვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ მასში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს. დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×