რეზონანსი
08.11.2022

საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი სამ საათში განიხილავს, გაიმართება კენჭისყრაც - უკვე დეკემბერში ანგარიში პლენარულ სხდომაზე გავა, ის ასახავს თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილი რამდენიმე ახალი ჩანაწერის ინიციატივით გამოდის. მათ შორის საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე, როგორც მედია მენეჯრებზე.

ასევე შესწორებულ ანგარიშში სავარაუდოდ, მოხვდება მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გვარებიც.

ევროპარლამენტარ მიქაელ გალერის განცხადებით, სურს საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. მიქაელ გალერი დეოლიგარქიზაციის ნაწილსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპელი დეპუტატები ამ კუთხით პრობლემას ნამდვილად ხედავენ, თუმცა ამას მტკიცებულება სჭირდება.

ამასთან, გალერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ოლიგარქიის ასპექტზე მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებს, თუმცა მისივე თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. 

"ვფიქრობ, კარგად ვართ ინფორმირებულები თუ რა ხდება ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია. იგივე ეხება უკრაინის საკითხსაც. ევროპარლამენტში ვრჩებით ერთიანები საქართველოს პერსპექტივის მიმართ. გვსურს, საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი, მანამდე კი შეასრულოს ის პუნქტები, რაც ევროკომისიამ დააწესა. როცა ეს მოხდება, გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, რომ დადგეთ იმ გზაზე, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა უკვე დგანან. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, რომ არსებობს კაცი ჩრდილში თუ წინა მხარეს, რომელიც ძალიან გავლენიანია ქვეყანაში და ფორმალური სახელმწიფოებრივი ფუნქციის გარეშე გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ეს არანორმალური სიტუაციაა და როდესაც იარსებებს ამის მტკიცებულება, უნდა ვიფიქროთ დეოლიგარქიზაციის კუთხით  ზომების მიღებაზე, გვჭირდება მტკიცებულება, ამ ეტაპზე არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ არავინაა კანონზე მაღლა. ვფიქრობ, უნდა გავგზავნოთ ნათელი გაფრთხილება. ვიზიარებ იმ წუხილს, რაც ჩემს კოლეგებს აქვთ, სანქციები მტკიცებულებების შემთხვევაში უნდა დაწესდეს," - აცხადებს მიქაელ გალერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×