რეზონანსი
08.11.2022

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის დევიდ ლის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ მას ეს არ გაჰკვირვებია. მისივე განცხადებით, კუბილიუსსა და ჰარცელს "ბევრად უარესი რაღაცები გაუკეთებიათ". კობახიძის თქმით, ბიზნესზე ზეწოლა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

"ეს რა თქმა უნდა სკანდალური განცხადებაა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ვარ შოკირებული ამ განცხადებით ერთი მარტივი მიზეზის გამო: ბევრად უარესი რაღაცებიც გაუკეთებიათ როგორც ერთს, ასევე მეორეს, ვგულისხმობ კუბილიუსს და ჰარცელს. შესაბამისად, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს მათ შორის ბიზნესის დამოუკიდებლობის მიმართ. ბიზნესზე ზეწოლა ეს იყო "ნაცმოძრაობის" ხელწერა და მათი მეგობრები ამ ხელწერით გამოირჩევიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×