რეზონანსი
08.11.2022

"სამართლიანი არჩევნების" დირექტორის განცხადებით, IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანებს აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ამასთან, ნინო დოლიძე განმარტავს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი თუ რუსეთთან შეწყდება სავაჭრო ურთიერთობა.

"ვენდობი ამ კვლევებს. შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად გამოხატავს საზოგადოებრივ განწყობებს. IRI-ის კვლევამ რამდენიმე რამ აჩვენა, რომელიც ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია - ჩამოთვლილი მთავარი პრიორიტეტიდან უკავშირდება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე. ამაზე საუბარს პოლიტიკურ დისკურსში სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული პოლიტიკური დისკურსი და საუბრები. ასევე, ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში დღეს, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დაბალი ნდობა აქვთ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს. ჩემი აზრით, აქ, მოსახლეობა ნამდვილად გულისხმობს არა ახალ პარტიას, არამედ ახალ თემებზე საუბარს, მათ შორის ისეთს, რომელიც სწორედ ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება.

IRI-ის კვლევა ასევე ძალიან კარგად აჩვენებს შემდეგს, მიუხედავად ამ ფართომასშტაბიანი პროპაგანდისა, რომელიც ქვეყანაში დასავლეთის წინააღმდეგ არის გაშლილი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა, იმ ფონზეც კი თუ რუსეთთან შეწყდება სავაჭრო ურთიერთობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვნახეთ ის, რომ მოსახლეობას არ ახარებს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და ზოგადად განწყობები აჩვენებს იმას, რომ მოქალაქეების პრობლემა არის ეკონომიკური საკითხები, მაგრამ მათ სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია"-აცხადებს ნინო დოლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×