რეზონანსი
08.11.2022

ევროპარლამენტის დეპუტატმა, მაიკლ გალერიმ ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავეა, მისი მსჯავრი გადაჭარბებულია. 

გალერის შეფასებით, საქართველოში არიან "ძველი აზროვნების" მოსამართლეები.

"იმ შემთხვევაშიც კი თუ კი, ბატონი გვარამიას მიმართ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, მიმაჩნია რომ მისთვის დაკისრებული სასჯელი შეუსაბამო და გადაჭარბებულია, ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ სასამართლოში ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური გავლენები, რადგან სასამართლო რეფორმა ნამდვილად არ განხორციელებულა.

არსებობენ მოსამართლეები, რომლებსაც რომ არ მიეღოთ გარკვეული მითითებები, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, მაინც ძველი აზროვნება აქვს და მიიჩნევდნენ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა შესაბამისად მოქმედება. უნდა განხორციელდეს დაპირებული რეფორმები და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მსგავსი დებატები წარსულში დარჩეს. ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ მოვლენები სწორი გზით განვითარდეს,"-განაცხადა გალერიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×