რეზონანსი
08.11.2022

ვერ ვხვდები საერთოდ, რა დანიშნულება აქვს, როცა ასე ჯიუტად, რამდენიმე თვეში ერთხელ IRI-სა და NDI-ის მიერ ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება. ქართულ საზოგადოებაში ორივე კვლევა უკვე დიდი ხანია დისკრედიტირებულია იმ აცდენების გამო, რომელიც მათ რეალობასთან აქვს. არაერთხელ დამტკიცდა, რომ გამოქვეყნებული ეს რიცხვები არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომ არ მესმის, რატომ ხდება ამ რიცხვების ჯიუტად გამოქვეყნება. ამ საკითხში უფრო მეორე მომენტი მაღელვებს - ამ რიცხვების გამოქვეყნებასა და ამ კვლევების წარმოებაში იხარჯება თანხა, რომელზეც შემდეგ ნათქვამია, რომ ეს ხმარდება ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცხადა.

„ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას არაფერი დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი ხალხისთვის არ მოაქვს. ამიტომ, მიკვირს, რომ ეს არის თანხა, რომელზეც ამბობენ, რომ იხარჯება ქართველი ხალხისთვის და მეორეს მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს არის თანხა დახარჯული რადიკალიზმის გაღვივებაში. რეკომენდაცია მექნებოდა, რომ მგონი, უკვე უნდა მიხვდნენ, რომ ეს ის კვლევებია, რომელიც მათ არ გამოსდით და საბოლოო ჯამში შეეშვან. ზოგადად, გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ყველა ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება. ამიტომ, რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად რიცხვების გამოქვეყნებას რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით ან აღქმით არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა. რამდენიმე არჩევნებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული რიცხვები იყო აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ამიტომ, არც კი შევიდოდი, ამ რიცხვების ანალიზში, რადგან ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ეს რიცხვები არ არის სწორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×