რეზონანსი
08.11.2022

დღეიდან 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დღეიდან 15 ნოემბრამდე ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. მათ შეუძლიათ მივიდნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებიან და მკურნალობას იტარებენ, ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში. დაწესებულებების ზუსტი სია გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ აცრა ჩატარდეს ახლა, რადგან მოსალოდნელ სეზონს მომზადებული შევხვდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×