რეზონანსი
08.11.2022

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×