რეზონანსი
07.11.2022

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა უკვე მზადაა - ამერიკელმა ექსპერტებმა ის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს უკვე გადაუგზავნეს. დოკუმენტის თანახმად, არ დასტურდება ის დიაგნოზი, რომელზეც ექიმები თავდაპირველად საუბრობდნენ, საუბარია ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ექსპერტები დასკვნაში სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, თუ რა გახდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი - ამასთან დაკავშირებით საქმეში ამერიკელი ექსპერტი დისტანციურად ჩაერთვება.

"უცხოელმა სპეციალისტებმა თავიანთი დასკვნები გამოაგზავნეს, დადგინდა საკმაოდ რთული დიაგნოზები თავის ტვინთან დაკავშირებული. ახალგაზრდა ადამიანია, დაპატიმრებამდე მას ეს დაავადებები არ სჭირდა, რამ გამოიწვია, რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი, სპეციალისტი აშშ-ში, რომელსაც გადაეცა ეს მასალები, რათა დადგინდეს, რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურეს სიტუაციამდე", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, საქართველოში ხვალ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს. რაც შეეხება დასკვნას, ის სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში, მას შემდეგ გამოქვეყნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×