რეზონანსი
07.11.2022

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი ბირთვულ რიტორიკას ამცირებს, რადგან ეს კიევს მოლაპარაკებას არ აიძულებს.

ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა და კრემლი ახლა დგამს ნაბიჯებს ბირთვული რიტორიკის დეესკალაციისთვის.

"უკრაინამ და მისმა საერთაშორისო მხარდაჭერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს იარაღით და უარს არ იტყვიან უკრაინის სუვერენულ უფლებაზე - მის ტერიტორიებზე," - ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ს ინფორმაციით, კრემლმა, სავარაუდოდ, პირადად განმარტა თავისი "ბირთვული პოლიტიკა" ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან ურთიერთობის დეესკალაციის მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამავე დღეს, პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ" ნაბიჯად მოიხსენია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×