რეზონანსი
07.11.2022

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხებდა დედაქალაქს - თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×