რეზონანსი
07.11.2022

გუშინ ლუბლიანას ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში იპოვეს 23 წლის ბიჭის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქე ბასელ აბოშრაკია.

გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ბინაში, რომელშიც 23 წლის ახალგაზრდა თანაკურსელთან ერთად ცხოვრობდა, გაზმა გაჟონა. მათივე ცნობით, ბასელ აბოშრაკს ეძინა, მისმა თანმხლებმა პირმა კი თავი შეუძლოდ იგრძნო, ქვევით ჩავიდა და დახმარება ითხოვა. სწორედ ამ დროს გამოიძახეს ადგილზე სასწრაფო დახმარებაც.

"იგი ისრაელიდან იყო, 23 წლის. უკრაინაში სწვალობდა მეგობართან ერთად. ომის დაწყების შემდეგ 2 თვის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში. სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ის იყო ძალიან კარგი ადამიანი. აქ ნარკოტიკებზე საუბარი ზედმეტია", - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

შეგახსენებთ, უბედურ შემთხვევა ლუბლიანას ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. პოლიციამ უცხოელთან ერთად ლუბლიანას ქუჩაზე კიდევ ერთი ადამიანი იპოვა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.

წყარო: "tia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×