რეზონანსი
06.11.2022

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება.

ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს.

მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუფლება 12 საათში მიიღებს შეტყობინებას, რომ ელექტროქსელი ავარიის პირასაა და თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ხელმძღვანელობა მოსახლეობას გააფრთხილებს და ქალაქის დატოვებას ურჩევს.

როგორც მედია წერს, პუბლიკაციის გასაჯაროების შემდეგ, რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ახლა დედაქალაქში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის საფუძველი არ არის.

დედაქალაქის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩენას არ გამორიცხავს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც, რომელიც კიევის მოსახლეობას მოუწოდებს, მოამზადონ საჭირო მარაგი და განიხილონ ქალაქგარეთ დროებით გადაადგილების შესაძლებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×