რეზონანსი
06.11.2022

უმოკლეს პერიოდში დავაინიცირებთ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც საშუალება მიეცემა სხვა მსჯავრდადებულებსაც, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის კვირას" განუცხადა.

მისი თქმით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა ეს კორესპონდენციული სწავლება იყო.

„ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი იღებდნენ მასალას, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდს, წიგნებს და მათ შეეძლოთ ამ მასალას გასცნობოდნენ და ასე მიეღოთ უმაღლესი განათლება. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნივერსიტეტთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, სწავლისთვის აუცილებელია ადამიანთან, მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა, რათა ბევრად უკეთესად მოხდეს ამ მასალის გააზრება და აღქმა.

უმოკლეს პერიოდში დავაინიცირებთ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც საშუალება მიეცემა სხვა მსჯავრდადებულებსაც, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება. ჩვენ უკვე ვხედავთ საკმაოდ დადებით გამოხმაურებას ამ პროექტი მიმართ, განსაკუთრებით, მსჯავრდადებულების მიმართ. შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტად ვართ მოტივირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ წრის გაფართოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე შემდგომი სემესტრიდან უკვე უფრო მეტ, მაღალი რისკის მსჯავრდადებულებსაც მიეცემათ სწავლის შესაძლებლობა", - განაცხადა ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×