რეზონანსი
06.11.2022

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტემპერატურა უკვე ყოველდღე აღენიშნება.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ჩემი იქ ყოფნის დროს გაიზომა სიცხე და აღმოაჩნდა 38 (ტემპერატურა), მაგრამ ეს უკვე ნორმად იქცა. დღე არ გავა, რომ მას მინიმუმ 38 არ ჰქონდეს. მერე უკეთებენ სიცხის დამწევ საშუალებებს და დაიწევს ხოლმე, 37.5-37.6 აქვს, ცოტა ხნის წინ 38.7 ჰქონდა. (ექიმები) ცდილობენ, მიაგნონ მიზეზს, მაგრამ ვერავინ ვერ მიაგნო. ძალიან ბევრმა ექიმმა გასინჯა... გენეზისი დაავადებების და მიზეზი არის საერთოდ დაუდგენელი. ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, ვერც ქართული მხარე და ვერ ამერიკული მხარე", - განაცხადა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×