რეზონანსი
06.11.2022

„მე ვარ მომხრე იმისა, რომ ბიძინა ივანშვილს დაუწესდეს პერსონალური სანქციები,"- ეს განაცხადება პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ ქუთაისში მედიასთან გააკეთა.

მალგოჟატა გოშევსკის თქმით, ის ფიქრობს რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად პირობებს, რომელიც ევროკომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს მისცეს, სრულყოფილად არ შეასრულებს.

„მე არ მჯერა ამ 12 პუქნტის შესრულების, არ მჯერა, რომ ეს პუნქტები იმ სახით შესრულდება, რა სახითაც იყო რეკომენდაცია გამოცემული, ამიტომ მე პერსონალურად ვარ იმის მომხრე, რომ ივანიშვილს დაუწესდეს პერსონალური სანქციები,"- განაცხადა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა, გუშინ კლინიკა „ვივა მედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. "ქართულმა ოცნებამ" მას არც "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მონახულების უფლება მისცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×