რეზონანსი
06.11.2022

ვიქტორიას ტბაში ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ტბისპირა ქალაქ ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა.

BBC წერს, რომ ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, თვითმფრინავიდან 26-ის გამოყვანა მოხერხდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს.

თვითმფრინავი თითქმის მთლიანად ჩაძირულია, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები მდინარიდან მის ამოყვანას თოკებით ცდილობენ.

პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა დაზარალებულებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

თვითმფრინავი ტანზანიის უდიდესი ქალაქიდან, დარ-ეს სალამიდან ბუკობამდე მიფრინავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×