რეზონანსი
06.11.2022

პოლიტიკური ნება არ არსებობს „ქართულ ოცნებაში", რომ შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც პასუხობს დასავლურ ცივილურ კრიტერიუმებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ჩვენს ვერსიაზე ვიმუშავებთ, რომელიც იდება მაგიდაზე. მხოლოდ ერთ მაგიდაზე ჯდომაზე არაა, რეზულტატი უნდა ყველაფერს. რეზულტატი რა არის - ცესკოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, დეოლიგარქიზაციის კანონი და ა.შ, ყველაფერს სჭირდება რეფორმირება. პირველ რიგში სასამართლოს. როცა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ოლიგარქიული რეჟიმი, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რეკომენდაციებზე უარი აქვთ ნათქვამი და სულ სხვა გეგმა აქვთ", - აღნიშნა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×