რეზონანსი
06.11.2022

რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში, ამის და მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან არ შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.

„პირიქით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს", - განაცხადა სამხარაძემ.

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან. 8 ნოემბერს ამერიკელი მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×