რეზონანსი
06.11.2022

არა ომს. არა იარაღის გაგზავნას, - ამ ლოზუნგებით ათიათასობით იტალიელმა რომში მსვლელობა გამართა.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის" ცნობით, აქციის მონაწილეები უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდნენ. ამასთან, მათ იტალიის მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღის გაგზავნა.

როგორც მედიასაშუალბა წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მიეცით მშვიდობას შანსი".

რომის პოლიციამ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ სამშვიდობო აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

„შეხედეთ ფაქტებს: იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, იარაღი ხელს უწყობს ომის გამწვავებას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდების კუთხით. ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ ეს არ შეიცვლება და მალე ოფიციალური რომი კიევს მეტი იარაღს გაუგზავნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×