რეზონანსი
06.11.2022

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევის მოსახლეობას მოუწოდა გააკეთოს საჭირო მარაგი, ან ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა გამონახონ, რადგან მერი არ გამორიცხავს უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას.

მერმა დაარწმუნა მოქალაქეები, რომ ქალაქის ხელისუფლება ცდილობს, მოემზადოს სხვადასხვა სცენარისთვის.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ მოდით ვიყოთ პატიოსნები: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქალაქი იყოს სითბოს გარეშე, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე და საერთოდ, რომ ყველა დავიხოცოთ", - თქვა კლიჩკომ.

ცნობისთვის, ენერგიის დაზოგვის მიზნით, კიევში 6 ნოემბრიდან შუქის საათობრივი გათიშვაა დაწესებული. კიევის ხელისუფლებამ დააგროვა დიზელის საწვავი, დენის გენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთარში ქალაქის მასშტაბით, მინიმუმ 1 000 გათბობის პუნქტი იმუშავებს.

ასევე, არ არის გამორიცხული კიევის მოსახლეობის სრული ევაკუაციის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვანა იქნება საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×