რეზონანსი
06.11.2022

„ღამის შოუს ბენდი" ბრალდებებს პასუხობს. გელა გნოლიძის განცხადებით, მათი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია. განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ მათთვის გასართობი ღონისძიების მომსახურებისთვის გადახდილი თანხა ბენდის 13 წევრის ჰონორარს შეადგენს.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო, აბსურდული სიცრუეები. თუ რატომ გვეძახიან სხვადასხვა რეგიონში, ეს ალბათ, მუნიციპალიტეტებს უნდა ჰკითხონ, მაგრამ პასუხი ერთია, ხალხის მოწონება და სიყვარული ჩვენი შემოქმედების. ამაზე მეტყველებს ის ძალიან ბევრი, მილიონობით ნახვა ჩვენი სიმღერების", - განაცხადა გელა გნოლიძემ.

მომღერალ ბაბი კირკიტაძის თქმით, 12 ათასი ლარი ეკუთვნის მთლიან ბენდს და ამაში მოიაზრება გუნდის 13 ადამიანი.

„როცა გავიგე ამ ამბის შესახებ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მეტკინა გული. არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. შემდგომ დღეებში მივხვდი, რომ გაცილებით მეტი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჩვენი ბენდი უყვარს, ვინც გულწრფელი მსმენელია და ნამდვილად იცოდა სიმართლე, რომ ეს 12 ათასი ლარი ეკუთვნის მთლიან ბენდს და ამაში მოიაზრება გუნდის 13 ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, ისინი ამ დღეების განმავლობაში ნამდვილად ჩვენ გვერდით იყვნენ და გვაგრძნობინებდნენ, რომ ამ ყველაფრისთვის არ უნდა მიგვექცია ყურადღება", - განაცხადა ბაბი კირკიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×