რეზონანსი
06.11.2022

უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღის დაგეგმვას, ოსტატი მოჭადრაკის მსგავსად. თუ ვერ იწინასწარმეტყველებთ, სად მიგვიყვანს ნაბიჯები, გარდაუვალია, რომ თქვენ და თქვენი ქვეყანა გადაიხდით ფასს. ყველა მოვლენას, რომელიც ხდება გლობალურ დონეზე, აქვს ეფექტი რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრუტალური კაპიტალიზმის სტრუქტურული პრობლემები. სამყარო 5-ზე დიდია, რომლის ადვოკატირებასაც წლებია, ვცდილობთ. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე არაერთხელ დადასტურდა მოვლენების განვითარების შემდეგ. გლობალურმა ინფლაციამ, რომელმაც მიაღწია ბოლო 60-70 წლის უმაღლეს მაჩვენებლებს, აჩვენა კაცობრიობაზე დაწესებული ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელების ჩიხი. ისინი, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებულ ინვესტიციებს ფუჭად თვლიან, დღეს თავიანთი ეროვნული ბიუჯეტის ლომის წილს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად ანაწილებენ", - თქვა ერდოღანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×