რეზონანსი
06.11.2022

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ლუგანსკის რეგიონის რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებას. ქვეყნის მცველები ყოველდღე 500 მეტრზე აგრძელებენ წინსვლას.

სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ მალე უკრაინელებს გენერალური შტაბისგან "კარგი ამბების მოსმენა შეეძლებათ". მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტებს მომზადების დრო ჰქონდათ, ამიტომ ლუგანსკის რეგიონის განთავისუფლება ადვილი არ არის.

„გამუდმებით მოჰყავთ მობილიზებულები. დიახ, ესენი სამხედროები არ არიან. ცუდად არიან მომზადებულები. მაგრამ თუ იარაღი აქვთ ხელში, ის ისვრის და კლავს. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ტერიტორიების განთავისუფლების ფასი. შესაძლოა არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ჩვენი ჯარები ყოველდღე 500 მეტრით მიიწევენ წინ", - დასძინა გაიდაიმ.

გაიდაიმ, ასევე, აღნიშნა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება სვატოვოდან კრემენნაიაამდე და ბელოგოროვკას რაიონში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×