რეზონანსი
06.11.2022

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინულ ელექტროქსელს მიუერთეს. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებული ორივე გარე ხაზის შეკეთება მოხერხდა. ამჟამად სადგურის ექვსივე ბლოკზე ენერგიის მიწოდება აღდგენილია, დიზელის გენერატორები კი გამორთულია.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურს საოკუპაციო ძალები მარტიდან აკონტროლებენ. ამ დროის განმავლობაში სადგურის ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×