რეზონანსი
05.11.2022

ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

დასავლური მედიის ცნობით, „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და ამიტომ უარყოფენ რუსეთის ფედერაციის პრეტენზიებს „ბინძური ბომბის" შესახებ.

„როგორც „დიდმა შვიდეულმა" გააკეთა ყოველ ნაბიჯზე, ჩვენ ერთად განვიხილავთ რუსეთის ბოლო ესკალაციას და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ინფრასტრუქტურის კუთხით, „დიდი შვიდეული" შეთანხმდა, შექმნას ახალი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებას, აღდგენასა და დაცვას, სწორედ იმ ქსელის, რომლის წინააღმდეგ პრეზიდენტი პუტინი სისასტიკეს იჩენს. და ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების მხარდაჭერას, რომ დავეხმაროთ უკრაინას ამ თავდასხმებისგან დაცვაში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში", - აღნიშნა ბლინკენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×