რეზონანსი
05.11.2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ილონ მასკმა შეიძინა სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილებს აფრქვევს.

„ილონ მასკი ყიდულობს კომპანიას, რომელიც მთელ მსოფლიოში ტყუილებს აფრქვევს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არიან", - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი გულახდილად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური მედიის პლატფორმებმა გადადგან ნაბიჯები სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შესამცირებლად.

„ეს ვრცელდება „ტვიტერზე", ეს ვრცელდება „ფეისბუქზე" და ნებისმიერ სხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დეზინფორმაციის გავრცელება," - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×