რეზონანსი
05.11.2022

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი უკვე თვეებია დგას. სალომე ზურაბიშვილი პატივს რომ სცემდეს ევროპულ პერსპექტივას და საკუთარ ინსტიტუციას, უკვე შეიწყალებდა მას. ეს არის ცალსახად ასე! მე არ მჯერა მასთან შეხვედრიდან რამე გამოვიდეს. მას თუ დაავალებს ივანიშვილი - შეიწყალებს, თუ არ დაავალებს - არ შეიწყალებს. ილუზიები, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ. იმიტომ, რომ ილუზიები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების" ხელში, რითაც კვებას მოსახლეობას და ანგრევს ერთიანობას, ხელს უშლის ევროპულ პერსპექტივას და წელავს დროს. აქვე დავამატებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც. ეს არის ქართველი ერის წინაშე მისი პასუხისმგებლობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილებები ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვიტანს".

„როცა მურუსიძეს და მურუსიძის გაგრძელებას ნიშნავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და წარმოადგენ რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ჩვენი ვერსია უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყებული, მოსამართლეთა შერჩევით გაგრძელებული, უამრავი საკითხია მასში - ზუსტად ის საკითხები, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×