რეზონანსი
05.11.2022

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუმ­ში, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ა.თ. და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 29 წლის გო­გოს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში „სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა „მე­ფედ­რო­ნის" ორი შეკ­ვრა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლის სა­ერ­თო წონა 10 გრამ­ზე მეტი იყო.

მას ასე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი და დრო­შა. აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ გოგო, რო­მელ­საც ასე­ვე აქვს „აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა", და­ა­კა­ვეს და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­შუ ჩანს და­კა­ვე­ბუ­ლიც.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­აქ­ტი­უ­რონ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ხაზი, მი­მარ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­სა და თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მალე და­უბ­რუნ­დეს ოჯახს.

„ის ცხოვ­რობ­და სამ­ტრე­დი­ა­ში და ხში­რად გა­და­დი­ო­და აფხა­ზეთ­ში. მას თან ჰქოდ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, თუმ­ცა ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს და ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კი. ეს არ არის პირ­ვე­ლი ამ­ბა­ვი, ჩვენ გვახ­სოვს ირაკ­ლი ვე­კუ­ას ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ე.წ. აფხა­ზუ­რი დრო­შა დაწ­ვა, შემ­დეგ კი მას ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის მიზ­ნით ჩა­უ­დეს ია­რა­ღი. ეს აფხა­ზეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას მას, რა თქმა უნდა, არ მის­ცე­მენ. მას ეყო­ლე­ბა იქა­უ­რი ად­ვო­კა­ტი. ამი­ტო­მაც, შან­სი იმი­სა, რომ იმ ად­ვო­კატ­მა რამე მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თოს, არის ძა­ლი­ან მცი­რე". - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი „ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა სუს-მა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, გა­ლის მცხოვ­რე­ბი ა.თ. უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს.

„სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი და ინ­ფორ­მა­ცია ა.თ-ის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს.

ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მიერ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის უკი­დუ­რე­სად დესტრუქ­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კა, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი, არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოა და აღ­ნიშ­ნულ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას",- ნათ­ქვა­მი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×