რეზონანსი
04.11.2022

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შენარჩუნდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება ურყევი და მტკიცე. მე არ ვამბობ, რომ ეს [მხარდაჭერა] „სავარაუდო" იქნება. მე მჯერა ამის და პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა ამის", - ხაზგასმით აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

როგორც პენტაგონში აღნიშნეს, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ტანკებსა და დრონებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×