რეზონანსი
04.11.2022

ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ეს ყოვლისმომცველი პაკეტი მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის. მოკავშირეები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიულ ომთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის ძალისხმევის გაერთიანებას", - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.

ნიდერლანდები, ჩეხეთთან და აშშ-თან ერთად, ჩეხეთიდან უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის. ტანკების ნაწილს უკრაინა უკვე შემდეგ თვეში მიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიდერლანდებს, აშშ-ისა და ჩეხეთს უკრაინისთვის დახმარების გასაფართოებლად მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობელი ვარ ნიდერლანდების, აშშ-ისა და ჩეხეთის ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის შეიძინონ და უკრაინის შეიარაღებული ძალებს გადასცენ 90 T-72 ტანკი. პირველ 26 აღდგენილ და მოდერნიზებულ ტანკს უკრაინა უკვე მომავალ თვეში მიიღებს. მადლობას ვუხდი პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობის დემონსტრირებისთვის", - წერს კულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×