რეზონანსი
04.11.2022

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები მოუწოდებენ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუსი ომში არ ჩაითრიოს და შედეგებით ემუქრებიან.

ამის შესახებ G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომისთვის ხელის შეწყობა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით, რომლიდანაც უკრაინისკენ დამიზნებული რაკეტების გაშვება ხდება. თუ ბელარუსის ხელისუფლება უფრო უშუალოდ ჩართავს ბელარუსს რუსეთის ომში, G7 [ბელარუსის] რეჟიმს დამატებით საფასურს დაუწესებს", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ G7-ის ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რომლებიც მოსკოვის აგრესიულ ომს სამხედრო დახმარებას უწევენ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა უკვე გააკეთა ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×