რეზონანსი
04.11.2022

სინამდვილეში ეს სამი პარტია, თუ სამი პიროვნება გაერთიანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო საპარლემენტო არჩევნების დროს იქნებ 1% მაინც აიღონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი-მეტი თავისუფლების" შესაძლო გაერთიანებაზე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალცალკე პოლიტიკურ ამინდზე და საკუთარ რეიტინგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ.

„სინამდვილეში ეს სამი პარტია, თუ სამი პიროვნება გაერთიანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო საპარლემენტო არჩევნების დროს იქნებ 1% მაინც აიღონ. ვინაიდან მათი პოლიტიკური აქტივები დღითიდღე უფასურდება, ესეც განპირობებულია მათი დესტრუქციული, რადიკალური, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებითა და პოზიციების გამო. შესაბამისად, ცხადია, ისინი ერთად იქნებიან თუ ცალცალკე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, ვერც პოლიტიკურ ამინდზე, ვერც საკუთარ რეიტინგზე. უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს უფრო გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება, როდესაც ასეთი მარგინალური ჯგუფები ერთი ხაზის ქვეშ იქნებიან გაერთიანებული", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოლარიზებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაცია კი არა, არსებობს რადიკალიზაცია რადიკალური ჯგუფებისგან, რაც საკუთარ მხარდამჭერებსაც აკარგვინებთ.

„სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია კი არა, არსებობს რადიკალიზაცია რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ერთ მხარეს არის პროაქტიული სამუშაო დღის წესრიგი, სადაც არის ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, ასევე 12 პუქტის შესრულებაზე. მეორე მხარეს კი არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნებისმიერი პროცესის მიმართ, ანტისახელმწიფოებრივი და უსამშობლო ქმედებები. შესაბამისად, ეს არის სხვაობა და სადაც არის რადიკალიზაცია, ეს რადიკალიზაცია სულ უფრო მეტად ვიწროვდება. საზოგადოებისთვის და მათი ამომრჩევლისთვისაც ის აქტუალური არ არის, ამიტომაც კარგავენ კატასტროფულად საკუთარ მხარდამჭერებსაც კი", - აღნიშნა იონათალიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×