რეზონანსი
04.11.2022

2024 წლის არჩევნები იქნება კარგი ინდიკატორი თუ რა მარგინალურ შინაარსსაც მოიცავს თავის თავში დღევანდელი ოპოზიცია, - ასე ეხმიანება ოპოზიციის ერთიანობაზე „ლელოს" ხედვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, ელექტორალური მხარდაჭერისთვის მთავარია პარტიების პოლიტიკური ხედვების სიჯანსაღე, რასაც ოპოზიციაში ვერ ხედავს.

„გაერთიანების რაიმე ფორმულაზე საუბარი ალბათ, ზედმეტია, აქ საუბარია მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხედვების სიჯანსაღეზე, რასაც ოპოზიციაში ვერ ვხედავთ, ალბათ, 2024 წლის არჩევნები იქნება კარგი ინდიკატორი იმის, თუ რა მარგინალურ შინაარსსაც მოიცავს თავის თავში დღევანდელი ოპოზიცია. ქართული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციური კუთხით საჭიროებს გაჯანსაღებას, ეს ცხადზე ცხადია, სუბიქტურად შეიძლება გვაწყობდეს, რაც უფრო მარგინალური იქნება ოპოზიცია, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ქულები დავიწეროთ, მაგრამ არ ვიქნებით ეგოისტები. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ გზაზე ჯანსაღი პოლიტიკური ძალები არსებობდნენ, ვისთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეს ფორმულა იქნება თუ ის, რა ახალი ველოსიპედის გამოგონებასაც არ უნდა ეცადონ, დღევანდელ რადიკალურ სპექტრს არაფერი ეშველება,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა გაერთიანებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას და აღნიშნა, რომ რეალურად, ოპოზიცია "გაერთიანება- დაყოფის ლაბირინთებში თვითონვე გაიბლანდა".

„ალბათ, ან რაღაც ვერ გაიგეს, ვერ გაიყვეს ან ბოლომდე არ ეუბნება პარტიის ხელმძღვანელობა თავისივე წევრებს თუ რა თამაშს თამაშობენ საერთოდ. ფაქტიურად, დასცინიან ერთმანეთს, დასცინიან გაერთიანებას, გაერთიანების მომხრეები კი პირიქით- კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ „ნაციონალურ მოძრაობას", დესტრუქციულ შინაარსში მაინც ერთიანები არიან და ეს მათ ელექტორალურად ნულს უწერს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×