რეზონანსი
04.11.2022

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება და მარშრუტზე „ისუზუს" მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს - კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან" ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით და შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.

N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან" დაასრულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×