რეზონანსი
02.11.2022

თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად", - განაცხადა ოხანაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტის განხილვის მიმდინარეობისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×