რეზონანსი
02.11.2022

ყველასთვის ცხადია, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელსაც ფული აქვს ნაშოვნი ხალხის ხარჯზე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არის სისხლიანი ფული, რომელსაც ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში და ქართულ მედიაში, რაც არის მიუღებელი მოვლენა", - აღნიშნა მან.

ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მმართველი გუნდის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათი თქმით, ოპოზიცია ახლა ფინანსურ წყაროებს ეძებეს და ამის საუკეთესო გზად დავით კეზერაშვილის ფინანსები ესახებათ. ამ განცხადების საფუძველი დღეს კიდევ ერთხელ გახდა თამარ ჩერგოლეიშვილის გზავნილი, რომელიც წერს, რომ წლების განმავლობაში ქართულ მედიას ყოფილი პრეზიდენტი აკონტროლებდა და ნიკა მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×