რეზონანსი
02.11.2022

ვისურვებდი, რომ რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავდეს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირს, მათი პერსონალური რეიტინგებიდან კარგად ჩანს.

„მათ ჩვენზე კარგად იციან რეიტინგები ჩვენზე ხშირად ატარებენ კვლევებს, ოღონდ არცერთს არ ამხელენ. პერსონალური რეიტინგების წამოწევისა და გადაწყვეტის გზებს ეძებენ რადიკალიზაციაში, სადაც ეს რეიტინგები კიდევ უფრო ქვევით მიდის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის დატოვებაზე ფიქრობს. მეტი მასშტაბურობისთვის გიორგი ვაშაძეს სხვა პარტიების იმედი აქვს, თუმცა ირკვევა, რომ არც ერთი ოპოზიციონერი მის იდეას არ განიხილავს, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×