რეზონანსი
02.11.2022

არ ვიცი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არანაირი დეპოლარიზაცია არ მოჰყვება. რადიკალური ოპოზიციის წევრებს არანაირი დეპოლარიზაცია, შეთანხმება ან რაიმე კანონპროექტზე მუშაობაც კი არ სურთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„დავფიქრდეთ და ვთქვათ, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ნიკა გვარამიამ. ვთქვათ, სასამართლო ადგენს, რომ დანაშაულია, როდესაც შენი მეგობრებისგან ქმნი სტრუქტურას, რომელსაც ხელოვნურად აძლევ საშუალებას გამოიმუშაოს მილიონები ტელევიზიის ხარჯზე და ამით შენც გარკვეული სარგებელი გაგაჩნია მატერიალური კუთხით. მაგრამ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ და დავარქვათ, რომ თურმე იმის გამო იჭერს ხელისუფლება მას, რომ არის ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი და რაღაც მანქანაზე დაჯდა. ყველას გაუხარდება ამ ყველაფერზე თვალი რომ დავხუჭოთ გვარამიას შემთხვევაში, მაგრამ უამრავი ადამიანი, ვინც არის პასუხისგებაში მიცემული ანალოგიურ და შეიძლება უფრო ნაკლებ დანაშაულზე, ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში.

არ ვიცი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არანაირი დეპოლარიზაცია არ მოჰყვება. რადიკალური ოპოზიციის წევრებს არანაირი დეპოლარიზაცია, შეთანხმება ან რაიმე კანონპროექტზე მუშაობაც კი არ სურთ. არცერთი ფურცელი თავად არ დაუწერიათ, ხალხს და ჩვენს პარტნიორებს კი არწმუნებენ, რომ ხელისუფლებას დეპოლარიზაციის კანონთან დაკავშირებით არ გვიმუშავია და ის საკითხი, რაც ნიკა გვარამიას საპატიმროში ყოფნას შეეხება, არის ის ამოსავალი წერტილი, რაც დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. ეს ასე არ არის. კაცმა დანაშაული ჩაიდინა, ის არის „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თავისი უშველებელი რესურსი გააჩნია და ამ რესურსს იყენებს. მე ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დანაშაულია ჩადენილი და თუ შეწყალებას დაუშვებს პრეზიდენტი, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დეპოლარიზაცია მოხდება", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×