რეზონანსი
02.11.2022

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საამშენებლო მიმართულებით კულტურა არ გაუმჯობესებულა და მხოლოდ რამდენიმე კომპანია ცდილობს, თავისი მუშახელის გადამზადებასა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას.

კახა კალაძემ საზოგადოებას მეტროსადგურ „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არსებული ვითარება გააცნო.

„ჩვენ გასულ წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მამისონთან", რომელმაც დაიწყო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 210 დღეში უნდა დასრულებულიყო, ანუ ივნისის თვეში, მაგრამ კომპანიამ დაარღვია ყოველგვარი ვადები და დღემდე მეტროსადგური ჩაბარებული არ არის. ავარიულობიდან გამომდინარე მოუწიათ ბაქნის მთლიანი ცვლილება, თუმცა ის დაგვიანება, რომელიც გვაქვს სახეზე, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიას კომპანიის მიმართ შესაბამისი რეგირება ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×